ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 5 ივნისს გამართავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 5 მაისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ekaterine.navrozashvili@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული
საკონტაქტო პირი:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით ) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა ქართულად და ინგლისურად.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· საკვანძო სიტყვები;
· თეზისების ძირითადი ტექსტი.